საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, უფრო სწორად უკვე გააფორმა ხელშეკრულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ ორ კომპანიასთან და ყველა ქვეყნის მონაწილე სპორტსმენი ვალდებულია ტოკიოში გამგზავრებამდე აიცრას.
ცხადია, გამონაკლისს არ წარმოადგენენ ქართველი სპორტსმენებიც. „ტოკიო 2020“-ის ლიცენზიანტებს იაპონიაში ვაქცინაციის გარეშე არ შეუშვებენ.
სოკ-მა ხელშეკრულება Pfizer-თან და BioNTech-თან გააფორმა და სპორსტმენებსაც სწორედ ამ ორი ვაქცინიდან მოუწევთ არჩევანის გაკეთება.
„სოკ-ი ნაყოფიერად მუშაობს ყველა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა ლიცენზირებული ათლეტების ვაქცინაცია მოხდეს. უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი ორ მსხვილ კომპანიასთან. რა თქმა უნდა, ვაქცინა მხოლოდ სპორტსმენებზე არ ვრცელდება. დელეგაციის ყველა წევრი ტოკიოში გამგზავრებამდე ვალდებულია აიცრას. ამით დავიცავთ არა მხოლოდ ერთმანეთს და რისკს მინიმუმამდე დავიყვანთ, არამედ იაპონელ ხალხსაც პატივს ვცემთ“ – ნათქვამია სოკ-ის განცხადებაში.
ტოკიოს ზაფსულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება და 9 აგვისტოს დაიხურება.





