17 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 225 კგ, აკვრაში 267 კგ, ორჭიდის ჯამში კი 492 კგ ასწია, სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამერიკულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა Fox-მა ლაშა ტალახაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით: “მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი ნამდვილი ანომალიაა”.
“ლაშა ტალახაძე ისევ თავის სტიქიაშია, დიდ სიმძიმეებს ისე აიტაცებს, თითქოს ძალიან მარტივი იყოს. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ქართველმა ძალოსანმა საკუთარი სახელი სუპერვარსკვლავად დაამკვიდრა, აკვრასა და ატაცში მსოფლიო რეკორდები დაამყარა, ოქროს მედლის მოიპოვა და ძალოსნობის ოლიმპიურ ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძის დაუჯერებელმა სიძლიერემ ახალი სიმაღლეები დაიპყრო. გორ მინასიანი, რომელმაც ტალახაძე ბოლოს, 9 წლის წინ დაამარცხა, მესამეზე გავიდა და მსოფლიოს უძლიერეს ადამიანს 44 კილოგრამით ჩამორჩა.
MMA ანალიტიკოსი ლიუკ ტომასი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც 28 წლის ქართველის ძალით აღფრთოვანებული გახლავთ.
ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახლოსაა მითური 500 კილოგრამის აწევასთან. ეს იმდენად გამაოგნებელი რიცხვია, რომ მისი მიუღწევლობის გამო მიზნად ვერავინ დაისახავს, ცხადია, ლაშას გარდა. მას მხოლოდ 8 კილოგრამი აკლია და ტალახაძეს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია”, – წერს გამოცემა.








