რეკლამა
Primesport.ge
პარასკევი, აპრილი 17, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

EXCLUSIVE: ანა დოღონაძე – ვისურვებდი რომ ყველა ჯილდო საქართველოს სახელით მომეგო

11:14 2020/12/21
0 0
200
SHARES
1.1k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ლირიკაა იმაზე საუბარი რა იქნებოდა სამშობლოში რომ დარჩენილიყო. მისი ნიჭიერება და პროფესიონალიზმი საქართველოში კი გაიფურჩქნა, მაგრამ უმაღლესი მწვერვალები სხვა ქვეყნის სახელით დაიპყრო. უპირველესად კი ოლიმპიური ოქროს მედალი უნდა გამოვყოთ, რომელიც 2004 წელს ათენში მოიპოვა, თუმცა ქართულ ყულაბაში არ ჩაჩხრიალებულა. 1998 წლამდე საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს სახელით მონაწილეობდა, შემდეგ კი უკვე გერმანული ქუდი დაიხურა.

ანა დოღონაძემ ბატუტზე ხტომაში მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ის ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა უამრავ ტურნირებზე. კარიერის გვირგვინი კი რა თქმა უნდა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალია.

პრაიმსპორტი, ანა დოღონაძეს გერმანიაში შეეხმიანა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

No description available.

-ყველაფერი ჩემი ძმის დამსახურებაა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც მას უნდა ვუმადლოდე, რომ სპორტის ამ სახეობაში აღმოვჩნდი. შემდეგ, რა თქმა უნდა ჩემ დაოსტატებაში სხვა ადამიანებმაც შეიტანეს წვლილი და მათზე ცალკე ვიტყვი.

თავიდან სპორტულ ტანვარჯიშის სექციაში დავდიოდი, ჩემი ძმა კი აკრობატიკაზე. ერთხელ მან მითხრა, რომ აკრობატიკის დარბაზში ბატუტი არის გაშლილი და ბავშვები ხტუნაობენ, ისიც ვიცი შენ როგორ გიყვარს სიმაღლე და ჰაერში ყოფნა და იქნებ ცადო, მგონი კარგად გამოგივაო. დავუჯერე და 9 წლის ასაკში ასე აღმოვჩნდი ბატუტზე. როგორც შემდეგ გაირკვა, სწორი არჩევანი გამიკეთებია.

-ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება მიგიღიათ და თქვენი ძმის ალღოც გამართლდა, თუმცა ზემოთ გადატანით მნიშვნელობაც ახსენეთ. რას გულისხმობდით?

-როგორც ბავშვების უმეტესობა, მეც ძალიან ახტაჯანა ვიყავი. ცელქი და მოუსვენარი. 4 წლის ვიყავი,  მცხეთაში, სახლის მეორე სართულიდან მე და ჩემი ძმა რომ გადმოვარდით. ჩემმა ძმამ თავი გაიტეხა, მე ფეხი მოვიტეხე. რაიმეს მოტეხვა სასიამოვნო არასდროს არის, მაგრამ ჩემი დაზიანება ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ექიმები მშობლებს კარგს არაფერს ეუბნებოდნენ. პროგნოზები იმდენად ცუდი იყო, რომ სპორტს ვინ დაეძებს, ინვალიდად დარჩენას მიწინასწარმეტყველებდნენ.

No description available.

მოკლედ, მშობლები თავისთავად შეძრწუნებულნი იყვნენ. ერთხელაც, არაერთი ექიმიდან ერთ-ერთმა მედიკოსმა მშობლებს ურჩია, რომ პირიქით რაიმე სპორტულ სექციაში შევეყვანე და დავეტვირთე. ასე ძვალი უფრო გამსხვილდება და გაკაჟდებაო. ასე აღმოვჩნდი სპორტულ ტანვარჯიშზე, შემდეგ კი უკვე ბატუტზე.

-პირველი მწვრთნელი ზაურ სულაშილი იყო? 

-შეიძლება ასეც ითქვას. თავიდან რამდენიმე თვე სხვა მწვრთნელი მყავდა, თუმცა ბატონ ზაურთან მალევე გადავედი და მან შემასწავლა სპორტის ამ სახეობის ანა-ბანა.

-პირველი მოგებული ტურნირი გახსოვთ?

-რა დამავიწყებს. 13 წლის ვიყავი, ბათუმში, საქართველოს  იუნიორთა ჩემპიონატი გაიმართა და იქ ყველას ვაჯობე. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი.

No description available.

-საერთაშორისო არენაზე პირველ მოგებულ ტურნირზე რას გვეტყვით?

-დროთა განმავლობაში შესაძლოა რაღაც ტურნირები გონებიდან ამოგივარდეს, მითუფრო როდესაც ათეულობით წლებია გასული, მაგრამ პირველი არასოდეს გავიწყდება. ის, სულ სხვა შეგრძნებაა და იმიტომ. გერმანიაში, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოვიგე. გაოგნებული ვიყავი, თავადაც ვერ ვიჯერებდი და სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებდი.

-ბოლოსკენ ვაპირებდი ამ კითხვის დასმას, თუმცა ახლა იყოს. დამწყებ ბატუტისტებს და არა მხოლოდ მათ, რას ურჩევდით?

-მთავარი სურვილია. ნაძალადევად არაფერი გამოდის, არც სპორტში და არც სხვა პროფესიაში. მონდომება, შრომისმოყვარეობა, რეჟიმის დაცვა, თავდაუზოგავი ვარჯიში. თუ ადამიანი რაიმეს გულით მოიწადინებს, ის საწადელს აუცილებლად მიაღწევს.

No description available.

-ათენის 2004 წლის ოლიმპიადა ვიცით რომ კონკურსგარეშეა. სხვა ტურნირებიდან რომელს გამოარჩევდით ყველაზე ტკბილად რომ გაგონდებათ?

-თითქმის 30 წელიწადი აქტიურ სპორტში ვიყავი და ასეთ უამრავი იყო. თუნდაც ჩემთვის პირველი მსოფლიო თასის გათამაშება, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. მართალია, ოლიმპიური ოქრო სასწაული სიხარული იყო, თუმცა ყველა შეჯიბრს ახლდა თან თავისი ხიბლი და პეწი.

-თქვენი უმთავრესი ჯილდოები დიდი ნაწილი გერმანიის სახელით მოიგეთ. ალბათ გული გწყდებათ, რომ თუნდაც თქვენი ოლიმპიური ოქრო საქართველოს ყულაბაში არ ჩხრიალებს.

-დიახ, ეს სამწუხარო რეალობაა და თავისთავად გული მწყდება. ბუნებრივია, ვისურვებდი, რომ ყველა ჯილდო საქართველოს სახელით მომეგო, თუმცა სამშობლოსთვის რაღაც მაინც მოვასწარი. განსაკუთრებით, რუსუდან ხოფერიასთან ერთად მოგებულ ევროპის ჩემპიონატს გამოვყოფდი. რუსიკო დიდებული სპორტსმენი და ადამიანია. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.

სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. გერმანიასაც უკვე მრავალი წელია ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ.

No description available.

-როგორ ფიქრობთ, საქართველოში დარჩენის შემთხვევაში მოვიდოდა ასეთი წარმატება, როგორსაც მიაღწიეთ?

-ზაურ სულაშვილთან ერთად ალბათ ყველაფერი მოვიდოდა. ის თავისი საქმის უზადო მცოდნე და პროფესიონალია. მისგან ბევრი ვისწავლე, რაც  გერმანიაში წამოვიღე და სამომავლოდ გამომადგა.

მართალია, გერმანიაში უკვე დამოუკიდებელი საქართველოს დროს წამოვედი, მაგრამ აქაური მწვრთნელი სულ მეუბნებოდა საბჭოთა კავშირის სპორტსმენები სულ სხვანაირები ხართ, იქაური სკოლა ძლიერი და განსხვავებული იყოო. ძნელი სათქმელია რა იქნებოდა საქართველოში დარჩენი შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ მე და რუსუდან ხოფერია შევძლებდით ერთად ბევრი ჯილდოს მოგებას. სულ მქონდა განცდა, რომ ის მარტო დავტოვე, თუმცა მან მაინც შეძლო მაღალ საფეხურებზე ასვლა.

-გადავიდეთ თქვენი კარიერის ყველაზე მთავარ გამარჯვებაზე. ათენის ოლიმპიურ თამაშებზე. 

-ნებისმიერმა სპორტსმენმა მხოლოდ მაღალი მიზნები უნდა დაისახოს. თუ შენ შეჯიბრზე გამარჯვების რწმენის გარეშე გადიხარ, იმთავითვე განწირული ხარ. ყველა ტურნირის წინ, არ ჰქონდა მნიშვნელობა რა დონის იყო, ინტერვიუებში ვამბობდი, რომ ჩემპიონობისთვის მივდივარ. ყოველთვის ეს არ გამოდიოდა, მაგრამ ბატუტზე ისე არასოდეს ავსულვარ მოგებაზე რომ არ მეფიქრა.

No description available.

ასე იყო ათენშიც. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადამდე 10 დღით ადრე სერიოზული ტრავმა მივიღე მაინც წარმატების იმედი მქონდა. ათენში გასიებული კოჭით გავფრინდი. წესიერად ვერ დავდიოდი და ერთი ხანობა ბავშვობის ის მოტეხილობაც გამახსენდა. ექიმებმა სასწაული შეძლეს. გერმანიის გუნდის სამედიცინო შტაბი მაქსიმუმს აკეთებდა. ხალხური მეთოდითაც მიმკურნალეს და ერთმა ჩინელმა ექიმმა ჩვენებს ურჩია რაღაც ბალახეულის მსგავსი ნაყენი დაედოთ. შეჯიბრზე გამაყუჩებლებით გავედი და ასე გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი.

-ახლა რას საქმიანობთ? სპორტში დარჩით?

-სპორტული კარიერა 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ დავასრულე. სხვადასხვა ადგილებში ვიმუშავე, თუმცა სპორტთან მაინც ყოველთვის ახლოს ვიყავი.’

ამჟამად, შვეიცარიაში ბატუტის ხტომის მწვრთნელად ვმუშაობ. ბავშვებს ვავარჯიშებ. არ არის გამორიცხული ერთხელაც ნაკრების მწვრთნელიც გავხდე. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯობაზეც ვფიქრობ.

Image may contain: 1 person, playing a sport, outdoor and closeup

-თქვენ უკვე ბებიაც ხართ. არ გაქვთ სურვილი შვილიშვილიც თქვენ კვალს დაადგეს?

-რა თქმა უნდა ამ საკითხზე მიფიქრია, თუმცა რომ მახსენდება ბავშვობის ასაკიდანვე რამდენი შრომა და წვალებაა საჭირო, რათა დიდ შედეგებს მიაღწიო ხანდახან მეცოდენა ხოლმე.

ჯერ 4 წლის არის და ადრეა, თუმცა თუ თავად სურვილი გაუჩნდება და მეც ასე ვთქვათ კოჭებში შევატყობ, რომ კარგი მასალაა ამ თემაზე სერიოზულად დავფიქრდებით.

-საქართველიოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ?

-ბოლოს 2017 წელს ვიყავი. მაქაურობა ძალიან მენატრება. მშობლები, ნათესავები, მეგობრები. წელს ვაპირებდი, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოვახერხე.

 

თეგები ათენი 2004ანა დოღონაძებატუტზე ხტომაგერმანია
კახა ბერიძე

კახა ბერიძე

დაკავშირებული სიახლეები

ფეხბურთი

თომას მიულერი – მთელი ღამე ვერ დავიძინე

30 ივნისი, 2021 11:28
ფეხბურთი

იოახიმ ლიოვი – თუ რაიმეს მიღწევა გვსურს, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს

24 ივნისი, 2021 13:23
ფეხბურთი

პორტუგალია 2:4 გერმანია (მიმოხილვა)

19 ივნისი, 2021 23:38
ფეხბურთი

ახლა უკვე ოფიციალურად – ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

25 მაისი, 2021 14:16

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ჩეფერინი სუპერ ლიგის მომხრე სამი კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას აპირებს

    147 გაზიარებები
    გაზიარება 59 Tweet 37
  • მის მიმართ ინტერესი მაინც დიდია – sport.business-gazeta კვარაცხელიაზე

    229 გაზიარებები
    გაზიარება 92 Tweet 57
  • ბრენდან როჯერსი – ლესტერი გრანდებს არასოდეს უფრთხოდა

    149 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 37

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In