ჯანლუიჯი დონარუმა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.”სკუადრა აძურას” მეკარე უეფამ ფინალის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 22 წლის დონარუმამ გადამწყვეტ მატჩში ჯეიდონ სანჩოს და ბუკაიო საკას პენალტები მოიგერია.
“ბედნიერები ვართ. ერთი სანტიმეტრიც არ დაგვითმია. ყველამ იცით, საიდან დავიწყეთ. ეს წარმოუდგენელია რამ არის, ფანტასტიკური გუნდი ვართ და ამას ვიმსახურებთ. შეიძლებოდა სწრაფ გოლს მოვეკალით, მაგრამ ჩვენ არასდროს ვნებდებით. არ იყო ადვილი, მაგრამ სანახაობრივი ფეხბურთიც ვითამაშეთ,” – აღნიშნა დონარუმამ ფინალის შემდეგ.ჯიჯო იტალიაში ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრეობას აგრძელებს და ეს მისი პირველი დიდი ტურნირი იყო.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. „სკუადრა აძურამ“ ევრო 2020 შესანიშნავად ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვებულია.








