„ევრობასკეტ 2022“-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 29 აპრილს გაიმართება. წილისყრას გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მე-4 კალათში გერმანიის, უკრაინის და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იქნება, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ სამ ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე არ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2022 წლის პირველ სექტემბერს დაიწყება და 4 ქვეყანაში გაიმართება, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოს დედაქალაქი თბილისია.








