ევრო 2020-ზე ყველა მერვედფინალისტის ვინაობა ცნობილია.
ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა შემდეგმა გუნდებმა შეძლეს: იტალია, უელსი, შვეიცარია ბელგია, დანია, ნიდერლანდები, ავსტრია, უკრაინა, ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია.
მერვედფინალური ეტაპის წყვილები ასე გადანაწილდა:
- ბელგია – პორტუგალია;
- იტალია – ავსტრია;
- საფრანგეთი – შვეიცარია;
- ხორვატია – ესპანეთი;
- შვედეთი – უკრაინა;
- ინგლისი – გერმანია;
- ნიდერლანდები – ჩეხეთი;
- უელსი – დანია.
24 და 25 ივნისს კონტინენტის პირველობაზე შესვენება იქნება, ფლეი-ოფები კი 26 ივნისიდან გაიმართება. მერვედფინალური ეტაპის პირველ დღეს ერთმანეთს იტალია – ავსტრიის და უელსი – დანიას წყვილები შეხვდებიან.





