„სევილიასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, ანდრეს პალოპი ანდრეას პრიეტოს თბილისის „დინამოში“ ტრანსფერს გამოეხმაურა:
„პრიეტოს შესაძლებლობები ვიცი და მას ბევრი თვისება აქვს იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.
ანდრესი საუკეთესო ასაკშია რათა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და ახალი წარმატებული პროექტის ნაწილად იქცეს.
ესპანეთსა და ინგლისში მიღებული გამოცდილება მის ახალ გუნდსაც გამოადგება”, – განაცხადა პალოპმა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის პრიეტო საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს „ბირმინგემ სიტიდან“ შეუერთდა.





