თბილისის “დინამომ” ესპანელი მეკარე ანდრეას პრიეტო შეიძინა.
27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
პრიეტო მადრიდის “რეალის” აღზრდილია და სხვადასხვა ესპანურ გუნდებში გამოდიოდა. გასულ სეზონში ესპანელი მეკარე ბირმინგემ სიტის ღირსებას იცავდა.





