ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს, დინამო არენაზე შუქი ჩაქვრა.
საინტერესოა, რომ მოედნის განათება, სავარაუდოდ სასწრაფო დახმარების მანქანის ფარებით ხდებოდა.
ლუის ენრიკეს სესიის შეწყვეტა მოუწია, ფეხბურთელებმა დატოვეს მოედანი და გასახდელისკენ გაემგზავრნენ.

ესპანეთის ნაკრები სიტუაციის გამოსწორებას ელოდა, თუმცა ფეხბურთელები და მწვრთნელები საბოლოოდ სასტუმროში დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებს შხაპის მიღება ტელეფონის განათების ფონზე მოუწიათ.





