რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევშიც. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოაცხადებული.
აღნიშნულ მდგომარეობას, NBA-ში მოთამაშე უკრაინელი კალათბურთელი, სვი მიხაილიუკი გამოეხმაურა და თანამემამულეებს ერთობისკენ მოუწოდა.
“უკრაინა ტრაგედიამ მოიცვა, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომი წარმოებს. ვლოცულობთ ჩვენი ოჯახებისთვისა და თანამემამულეებისათვის. იმედია, ეს უაზრო ომი მალე დასრულდება. გაუძელით უკრაინელებო! შეერთდით, ჩვენ თქვენთან ვართ!”, – წერს სვი მიხაილიუკი.








