ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის „რეალი“ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „ლივერპულს“ უმასპინძლებს.
მოახლოებული მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
„ეს არის გასავარდნი ეტაპი, ფინალი, რომელიც 180 წუთს, ან კიდევ უფრო მეტ ხანს გრძელდება. ჩვენ კარგად ვიცით რაც გველოდება, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი, სხვა არაფერზე. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.
„ლივერპული“ უნაკლო გუნდია. მას ყავს ძალიან ძლიერი შეტევა, საერთო ჯამში კი საკმაოდ მკაცრი მოწინააღმდეგეა. ისინი ძალიან კარგ გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ. ძალა სწორედ გუნდური თამაშიდან მოდის. თითოეულ კლუბს აქვს ტრავმის პრობლემები, მაგრამ ეს ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი ამბავია“, – განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.







