რუსი მებრძოლი, მოსვარ ევლოევი ილია თოფურიასთან ბრძოლას კორონავირუსის გამო ჩაეხსნა. ევლოევმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ის ილიას შეურაცხყოფის დაწყებაში ადანაშაულებს.
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ტვიტერის მეშვეობით ევლოევს უპასუხა:
“ჰეი, პატარა ვირთხავ! მე არაფერი დამიწყია, ეს ყველაფერი შენ დაიწყე. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც შემეძლო შენთვის თავის მოწყვეტა და მე აქ ვარ. როცა ორ კაცს ბრძოლა აქვს და ერთი არ ჩნდება, საიდანაც მე ვარ, იქ მას მხდალს, ლაჩარს უწოდებენ. ეს ეპითეტი შენთვის შესაფერისია. შენ მამაცი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ტელეფონში ონლაინ ხარ. შენ დაუმარცხებელ სერიას ოქტაგონზე გამოჩენის გარეშეც დაკარგავ, რადგან ზუსტად იცი, რა მოხდება. მე ვაპირებდი შენთვის თავის მოძრობას ვითრხავ! კოვიდი მაქვსო… ვირთხა!” – განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება 23 იანვარს უნდა გამართულიყო.
@MovsarUFC 🐀💩 pic.twitter.com/PIibbmoxZA
— Ilia Topuria (@Topuriailia) January 13, 2022





