ჯერ ცხელი ამბავია და დუღილის ტემპერატურაც აწეულია, თუმცა ევროპის სუპელიგის შექმნა ალბათ კიდევ დიდხანს იქნება ვნებათაღელვის საგანი.
„იუვენტუსი“ ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, რომლებმაც აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირეს და მისი დამფუძნებლები არიან.
ტურინული გუნდი სუპერლიგის დაარსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„კლუბები შეთანხმდნენ მიიღონ მონაწილეობა სუპერ ლიგაში, როგორც გრძელვადიან პროექტში. დამფუძნებელი კლუბები განაგრძობენ ასპარეზობას თავიანთ ჩემპიონატებში, სუპერ ლიგის დაწყებამდე.
ჩვენ გვჯერა, რომ იუვენტუსი მიიღებს მონაწილეობას იმ ევროპულ ტურნირებში, რომლებში თამაშის უფლებაც აქვს.
დამფუძნებელ კლუბებს სურთ, რომ უეფასთან და ფიფასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება მოხდეს, საფეხბურთო ეკოსისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით.
ამავე დროს, პროექტის კარგი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სუპერლიგას შეუძლია სასამართლოს მიმართოს თავისი უფლებების დასაცავად.
იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ სუპერლიგა გრძელვადიან პერიოდში სარგებელს მოუტანს კლუბს და მთელ საფეხბურთო საზოგადოებას.
დამფუძნებელი კლუბები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს რაც შეიძლება მალე. ამასთან, ამჟამად კლუბს არ შეუძლია უზრუნველყოს პროექტის განხორციელება და არც ტურნირის დაწყების ზუსტი პროგნოზირება.





