გუშინ, შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიპის მორიგ ტურში ბოლოადგილოსან „ბარნსლის“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა ადგილობრივ მედიასთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა:
„იმედგაცრუებული ვარ, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. ასეთ ნელ თამაშს ჩვენი მხრიდან არ ველოდი. ხანდახან ბევრი რამის თქმა არაა საჭირო, რადგან კარგი ბიჭები გვყავს და იციან, რომ გუნდურად არ ვითამაშეთ, იყო ინდივიდუალური შეცდომებიც და წავაგეთ. „ბარნსლისთან“ ეს მატჩი საშინელებათა შოუ იყო
„დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით. ტრიბუნები სავსე იყო, გულშემატკივრები ბოლო წუთამდე გვეხმარებოდნენ. მეორე ტაიმში მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ ქულები დავკარგეთ. ამის მიუხედავად, პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ“.
ინგლისის ჩემპიონშიპში, „ჰალ სიტის“ 34 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე იმყოფება. არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, სტუმრად „პეტერბორის“ წინააღმდეგ გამართავს.








