საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში “ბეშიქთაშს” გაუტანა.
მატჩის შემდეგ ლობჟანიძემ სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადება გაავრცელა:
“ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ბეშიქთაშის წინააღმდეგ. უნდა ვაღიარო, რომ თავს ცუდად ვგრძნობ ელ კააბის მიმართ, რადგან ვაღიარებ, რომ ეს 100%-ით მისი გოლი იყო. არ ვაპირებ დავიწყო მიზეზების წერა, უბრალოდ მას მთელი გულით ბოდიშს ვუხდი“ – განაცხადა ლობჟანიძემ
შეგახსენებთ, რომ საბამ თურქეთის ჩემპიონატში 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.




