ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე დღეს სტარტი აიღო ძიუდოს ტურნირნმა, სადაც საქართველოს სახელით პარაძიუდოისტები – ზურაბ ზურაბიანი (60 კგ) და გიორგი გამჯაშვილი გამოდიოდნენ (66 კგ).
გამჯაშვილმა პირველ დაპირისპირებაში რუსი ვიქტორ რუდენკო იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ სერხიო იბანეზ ბანონთან იპონით დამარცხდა. შედეგად, ქართველი პარასპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს და გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ პარასპორტსმენს შეხვდება.
რაც შეეხება ზურაბიანს, 60 კგ-ში მოასპარეზე სპორტსმენი გათამაშეგას პირველივე წრეში გამოეთიშა. ზურაბ ზურაბიანი მონღოლ სუხბაატართან იპონით დამარცხდა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი, ვერცხლის მედალია, რომელიც ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოიპოვა.





