28 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩს შესაძლოა გულშემატკივრები დაესწრონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამ მატჩს გამართავს. 25 მარტს ქართველი ფეხბურთელები შვედეთის ნაკრებს ესტუმრებიან, 28 მარტს „დინამო არენაზე“ ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან, 31 მარტს კი სტუმრად საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.





