ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, შარშანდელის მსგავსად, პანდემიის შედეგად მიღებული რეალობის გათვალისწინებით, წელსაც ონლაინ რეჟიმში იმართება.
გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად დასახელდებიან.
საქართველოს ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის საუკეთესო მეკარედ დინამო ბათუმის კარის დარაჯი ლაზარე კუპატაძე გახდა.
ნომინირებულნი ასევე იყვნენ – ლუკა გუგეშაშვილი, ოთო გოშაძე.





