როგორც ჩანს, კრისტიან ერიქსენის დღეები „ინტერში“ დათვლილია. აშკარაა, რომ „ტოტენჰემში“ ის გაცილებით პროდუქტიული იყო, ვიდრე მილანურ გრანდში. დანიელი ფეხბურთელი „ნერაძურის“ რაღაცნაირად ვერ შეეწყო.
ამიტომაც, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ერიქსენი „ინტერს“ დატოვებს და სავარაუდოდ კარიერას „პსჟ“-ში გააგრძელებს. გეცოდინებათ, პარიზულმა გრანდმა გერმანელი მწვრთნელი ტომას ტუხელი დაითხოვა და მოურისიო პოჩეტინო მიჰყავს. არგენტინელ სპეციალისტსაც მის ახალ ნავსაყუდელში ერიქსენის ხილვა სურსო. არ არის გამორიცხული, გუნდებმა ბარტერული გაცვლაც გააკეთონ. ერიქსენის სანაცვლოდ „ინტერში“ ლეანდრო პარედესი გადაბარგდეს.
28 წლის დანიელი ფეხბურთელის სამსახურით „პსჟ“-ს გარდა სხვა არაერთი გუნდია დაინტერესებული. მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“, „მილანი“ და „დორტმუნდი“.








