ტოკიო 2020-ის ძიუდოს ტურნირზე დღეს ესპანეთის სახელით ქართველი ძიუდოისტი, ნიკოლოზ შერაზადიშვილიც ასპარეზობს.
90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე წარმოშობით ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში შვედი ძიუდოისტი დამატებით დროში ეფექტური გდებით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
ნიკოს მეტოქე მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში საქართველოს სახელით ლაშა ბექაური ასპარეზობს.





