ესპანეთის ნაკრების სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა წონა შეიცვალა. როგორც დაანონსებული იყო ძიუდოისტი ასპარეზობას ოლიმპიადის შემდეგ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში განაგრძობს.
ნიკოლოზმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2 მსოფლიოს ჩემპიონატი, 7 მსოფლიოს ტური და 2 მსოფლიოს თასი მოიგო. ასევე 25 წლის სპორტსმენი დიდი ხნის განმავლობაში თავის წონაში რეიტინგის ლიდერიც გახლდათ.
ჯერჯერობით უცნობია როდის შედგება შერაზადიშვილი დებიუტი ახალ წონით კატეგორიაში.
ამავე წონაში საქართველოს სახელით ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე და ირაკლი ჯაფარიძე ასპარეზობენ. ასევე ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა არაა გამორიცხული ლიპო ტატამს მაინც დაუბრუნდეს.





