შოთა არველაძემ ტაშკენთის ფახთაქორი დატოვა. მას კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მის გაგრძელებას აღარ აპირებს, თუ სად გააგრძელებს ქართველი სპეციალისტი მუშაობას, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
არველაძემ ტაშკენთში ბრწყინვალედ იმუშავა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ორი ჩემპიონობა (ზედიზედ) და თასი მოაგებინა.
ქართველი ადგილობრივი პუბლიკის საყვარელ ფიგურად იქცა და მასთან გამოთხოვება საკმაოდ ემოციური გამოდგა. მასთან ერთად გააცილეს აჩი არველაძე და გოჩა ტყებუჩავა, რომლებიც შოთას სამწვრთნელო შტაბში შედიოდნენ.




