საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოცდილი წევრი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ტოკიოს ოლიმპიადის 1/4-ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდა და 0:10 დამარცხდა.
ელიზბარი რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ორი ბრძოლის მოგება დასჭირდება, რათა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლოს. უკვე ცნობილია, რომ ოდიკაძის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი იქნება და თუ იმარჯვა ქართველმა, მე-3 ადგილისათვის კუბელს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული 7 მედალია – 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. დღეს, ერთი მედალი გარანტირებული გვაქვს, რადგანაც მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში ამერიკელთა ამომავალ ვარსკვლავს, 21 წლის გეიბლ სტივენსონს შეხვდება.








