ეკატერინე გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში მექსიკელი ზარაზუას ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ბულგარელი ელიტსა კოსტოვა ორ სეტში – 7:6, 6:3 დაამარცხა.
წყვილის ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი ითვლებოდა და მანაც გულშემატკივართა და სპეციალისტთა მოლოდინი გაამართლა.
მატჩი და განსაკუთრებით მისი პირველი სეტი მეტად დაძაბული გამოდგა, რომელიც ტაიბრეიქამდე მივიდა. საჩოგბურთო ლატარეაში კი უკეთ გორგოძე გამოიყურებოდა და შეხვედრის მოსაგებადაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.
მეორე პარტიაში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა იყო. ეკატერინე გორგოძე 5:1 დაწინაურდა და თითქოს საქმეც ბოლომდე მარტივად უნდა მიეყვანა, თუმცა ბულგარელი ჩოგბურთელი უკეთ ათამაშდა და ზედიზედ ორი გეიმი მოიგო. საბოლოოდ, გორგოძემ მაინც იყოჩაღა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ამრიგად, ეკატერინე გორგოძეს როლან გაროსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს.






