29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა ბადის ფინალში გავიდა.
გორგოძე და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი, ტურნირზე პირველი განთესვით ჩაებნენ, ნახევარფინალში კი ესპანელ ივონ კავალე-რეიმერსსა და ჩილელ დანიელა სეგუელს დაუპირისპირდნენ და 6:4, 6:3 დაამარცხეს.
ქართველი და ბრაზილიელი ჩოგბურთელები გადამწყვეტ ფინალში ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ვენესუელელ ანდრეა გამიზს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ გორგოძეს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული.








