29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
გორგოძე და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი ტურნირში პირველი განთესვით ჩაებნენ.
23 სექტემბერს ნახევარფინალში გორგოძე და პიგოსი ესპანელ ივონ კავალე-რეიმერსსა და ჩილელ დანიელა სეგუელს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ წყვილთა თანრიგში გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა.








