ESPN-ის ინსაიდერმა ადრიან ვოჯნაროვსკის განცხადებით, ჰიუსტონ როკეტსს ჯეიმს ჰარდენის გაცვლა გაუჭირდება და განმარტა, თუ რატომ იქნება ეს ძალიან რთული.
„გუნდები თავს არიდებენ იმ აქტივების დათმობას, რაც ჰარდენის მსგავსი მოთამაშის მისაღებადაა საჭირო, რადგან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ის გუნდში დიდხანს დარჩება.
რამდენიმე ტიტულის პრეტენდენტს აქვს შესაძლებლობა ჰიუსტონს ის აქტივები შესთავაზოს, რაც ჰარდენის მისაღებად იქნება საჭირო, თუმცა როგორც ვთქვი ისინი ამაზე სერიოზულად დაფიქრდებიან“, – წერს ვოჯი.
როგორც იცით, ჯეიმს ჰარდენმა როკეტსს ტრეიდზე დაყენება მოსთხოვა, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ იგი დაინტერესებულია ტიტულის პრეტენდენტი კლუბებით. რამდენად მალე გამოჩნდება ასეთი გუნდი ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა როგორც ამერიკული მედიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ჯეიმსს მხოლოდ ბრუკლინ ნეთსში გადასვლა სურდა, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით სიახრე არ არის.





