ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დადგენილი წესების თანახმად 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე წონითი კატეგორიები შემცირდება.
საფრანგეთის დედაქალაქში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე ქალები და კაცები 5-5 წარმოდგენილები წონით კატეგორიაში იქნებიან.
ცნობისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ორივე სქესის წარმომადგენლები 7-7 წონით კატეგორიებში იყვნენ წარდგენილნი.
მამაკცთა შორის მედლები 61, 73, 89, 102 და +102 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ქალთა შორის კი 49, 59, 71, 81 და +81 კილოგრამ წონითი კატეგორიებში.
წონით კატეგორიებში შეტანილი ცვლილებები რეკორდებზეც იმოქმედებს, ლაშა ტალახაძის დაფიქსირებული რეკორდები ისტორიას დარჩება, როგორც +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაფიქსირებულ წონებად. ლაშა კი რეკორდების დამყარებას პარიზის ოლიმპიადაზე +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეცდება.