საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილზეც ისაუბრა.
“ოქრიაშვილი ძალიან კარგად ჩაერთო, მონდომებით თამაშობდა. ყველას ასე უნდა ეთამაშა! ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი არ ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, საბერძნეთს ეთამაშები, ესპანეთს, კოსოვოს თუ ანდორას – საჭიროა ბოლომდე დახარჯვა და მონდომება”, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.








