საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა სანდრო ალთუნაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ძალიან დიდი ემოცია იყო, როცა გავიგე, რომ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. უფრო მეტად გამიხარდა იმიტომ, რომ ბათუმში ვთამაშობთ. დასანანია, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამივე მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ.” – განაცხადა ალთუნაშვილმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში 2 სექტემბერს კოსოვოს მიიღებს და 5 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრება. 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანგურ მატჩში ბულგარეთის ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.





