იუვენტუსის ბრაზილიელი ნახევარმცველი დუგლას კოსტა სათამაშოდ სამშობლოში ბრუნდება.
ტურინულმა კლუბმა 30 წლის ნახევარმცველი 2022 წლის ზაფხულამდე გრემიოში უფასოდ გაანათხოვრა.
გრემიო კოსტას მშობლიურო კლუბია, რომელსაც ის 11 წლის ასაკში შეუერთდა და პროფესიონალური დებიუტი სწორედ იქ შედგა.
2010 წლის ზამთარში ის დონეცკის შახტარში გადავიდა, ხოლო 2015 წელს დაახლოებით 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიუნხენის ბაიერნს შეუერთდა.
ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებები იუვენტუსს ეკუთვნის, მან ეს სეზონი იჯარით ხსენებულ მიუნხენის ბაიერნში გაატარა.
კოსტამ ბუნდესლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. გოლი.





