თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი გია იმნაძე გარდაიცვალა. თბილისურმა გუნდმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“დინამო თბილისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი დინამოელის, 1989 წლიდან 2015 წლამდე გუნდის უფროსის – გია იმნაძის გარდცვალების გამო. ჩვენი კლუბი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
გასვენება 2 ნოემბერს 14.00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან.”
ვეტერანი ფეხურთელი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.