უკვე ის ფაქტი, რომ ასეთი რანგის ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ქართული გუნდი მონაწილეობს მისასალმებელი და სასიამოვნო გარემოებაა. ამ ეტაპზე უნდა შევეგუოთ, რომ მხოლოდ მონაწილეობით უნდა შემოვიფარგლოთ და საქმისადმი სწორი მიდგომით, გამოცდილების დაგროვებით გამარჯვებებიც მოვა.
წყალბურთში, თბილისის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაზე მოგახსენებთ, რომლის სასტარტო მატჩშიც ჩვენმა გუნდმა იტალიური „ბრეშა“ მიიღო და დიდი ბრძოლაც გაუმართა. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როდესაც ერთი ხანობა „დინამო“ 5:3 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ სადავეები ხელთ სტუმრებმა იგდეს და მეთოდური ზეწოლით სოლიდური უპირატესობით 15:9 იმარჯვეს. ამაში გასაკვირია რაფერი იყო, რადგან ფავორიტებად იტალიელები მოიაზრებოდნენ.
თბილისის „დინამოს“ ვერ ეხმარებოდა გამოცდილი წყალბურთელი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზუკა რურუა და ამ მატჩში მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე „დინამოს“ მეტოქეები „ბრეშას“ გარდა მონტენეგროული „ჯადრანი“, გერმანული „ჰანოვერი“, უნგრული „ფერენცვაროში“ და ესპანური „ბარსელონიტა“ არიან. მომდევნო მატჩს „დინამო“ 16 დეკემბერს, ისევ თბილისში ესპანურ გრანდთან გამართავს.





