თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი კარიერას „პორტუში“ გააგრძელებს. ვერაფერს იტყვი – მართლაც სასიამოვნო და სასიხარულო ამბავია.
18 წლის ნიჭიერი ფეხბურთელისადმი პორტუგალიურ გუნდს ინტერესი ადრეც ჰქონდა და აბუაშვილიც თებერვალში სტაჟირებაზე იყო წასული. როგორც ჩანს, მან „პორტუს“ ხელმძღვანელობას თავი მოაწონა და ჩვენებურიც ალბათ მალე პორტუგალიური კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდება.
ამ ეტაპზე უცნობია თუ „პორტუს“ რომელ გუნდში ჩაირიცხება გიორგი აბუაშვილი, მთავარი მისი ტრანსფერია, სამომავლოდ კი თავად გადაწყვეტენ სად მიუჩონონ ადგილი.
გიორგი აბუაშვილი ამჟამად „დინამოს“ პირველ გუნდში ვარჯიშობს. მას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებშიც უთამაშია.








