ეროვნული ლიგის 36-ე ტურის მატჩი ბათუმის “დინამოს” და გორის “დილას” შორის ფრედ 2:2 დასრულდა. ბათუმის ულამაზეს სტადიონზე 7-ათასამდე შეკრებილი გულშემატკივარი ფეხზე წამომდგარი მიესალმა გუნდს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ბათუმელთა მთავარმა კონკურენტმა “დინამო თბილისმა” აჭარლებს სანატრელი ჩემპიონობა მიულოცა და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
“ვულოცავთ დინამო ბათუმს ისტორიაში პირველ ჩემპიონობას და წარმატებას ვუსურვებთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე”, – წერს “დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი.





