UEFA-ს გადაწყვეტილებით ბელარუსული „დინამო ბრესტი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს ჩეხური „ვიკტორია პლზენის“ წინააღმდეგ ბათუმის ახლადაშენებულ სტადიონზე გამართავს. შეხვედრა გულშემატკივრების დასწრების გარეშე ჩატარდება.
UEFA-მ გადაწყვეტილება ქვეყანაში შემნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეწყვეტილი აქვთ.
შეხვედრა 29 ივლისს გაიმართება.








