კონფერენცლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის “დინამომ” ბორისოვოს “ბატე” ანაგარიშით 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ასპარეოზობის უფლება მოიპოვა.
პირველ ტაიმში აჭარულ გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა და რამოდენიმე საგოლე მომენტის შექმნა მოახერხა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ბელარუსულმა გუნდმა ბათუმურ გუნდს მომენტების გამოუყენებლობა არ აპატია და მატჩის 47-ე წუთზე საჯარიმოში არეულობის შედეგად ანგარიში გახსნეს.
მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და მატჩის 58-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა წონასწორობა აღადგინა. ქართული გუნდი ამ ანგარიშს არ შეეგუა და შეხვედრის 74-ე წუთზე ახალგაზრდა ირაკლი აზაროვმა ორ მატჩიან დუელში შავიზღვისპირული გუნდი დააწინაურა. მატჩის მიწურულს გიორგი ფანცულაიმ მე-4 გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა.
ბათუმის დინამოს მომდევნო მეტოქე თურქული სივასპორი იქნება. მატჩები 5 და 12 აგვისტოს გაიმართება.





