სერბი ფეხბურთელი დიმიტრიე კამენოვიჩი, კარიერას ,,ლაციოში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სერბმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დიმიტრიე კამენოვიჩის ბოლო გუნდი ,,ჩუკარიჩკი” იყო. 20 წლის განაპირა მცველმა გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
,,ლაციომ” იტალიის სერია ა-ში 2020-2021 წლების სეზონში ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.





