გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. გორელების მეტოქე კრასნოდარის „ყუბანი“ იყო.
დაძაბულ შეხვედრაში გორელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი „დილას“ კენიელმა ნახევარმცელმა, ამოს ნონდიმ გაიტანა.
საგულისხმოა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში გორელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კარში რამდენიმე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ „ყუბანის“ კარის აღება ვეღარ შეძლეს.
თურქულ შეკრებაზე „დილა“ მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, უზბეკურ „ქიზილქუმთან“ გამართავს.





