მადრიდის „ატლეტიკოს“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელის დიეგო კოშტას თავს არსებული გაუგებრობა დასრულდა. ესპანეთის ნაკრების ფორვარდი, მომავალი სეზონიდან ახალი კლუბის ღირსებას დაიცავს და ეს „ბენფიკა“ იქნება.
სხვადასხვა უცხოური მედიის ცნობით, ლისაბონურმა გუნდმა დიეგო კოშტასთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია და 32 წლის ფეხბურთელიც მზად არის „ბენფიკას“ მაისური მოირგოს.
დიეგო კოშტა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო, მას შემდეგ, რაც მადრიდის „ატლეტიკოს“ დაემშვიდობა.
როგორც ირკვევა, „ბენფიკამ“ დიეგო კოშტას 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის წელიწადში 3 მილიონ ევროს გადაუხდის.








