ავტორიტეტული ბრიდანული გამოცემა TheAFCBell-ის გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალი შემტევი ნახევარმცველი მარტინ ედეგორი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
როგორც ირკვევა, 21 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით ლონდონის არსენალში გადაბარგდება.
ამ ეტაპზე, „მეთოფეებს“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. თუმცა, ზაფხულში მხარეები შეთანხმებას გადახედავენ და შესაძლოა, ან იჯარა გაახანგრძლივონ, ან სულაც სრულფასოვან ტრანსფერზე მოითათბირონ.
„მეთოფეებს“ ედეგორის სახით გუნდიდან წასული მესუთ იოზილის ადგილის შევსება სურთ.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც ედეგორმა რეალიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, „სამეფო კლუბს“ იჯარაზე ორი გუნდი დაუკავშირდა – მისი ყოფილი გუნდი სოსიედადი და არსენალი. ნორვეგიელმა, ოჯახთან მოთათბირების შემდეგ, არჩევანი ინგლისურ გუნდზე შეაჩერა.
დიდი ალბათობით ტრანსფერი დღეს ოფიციალურადაც დადასტურდება და ლონდონური კლუბში რეალის მეორე ნახევარმცველი ჩაირიცხება და ისიც იჯარით. შეგახსენებთ, რომ გუნდში იჯარით მეორე სეზონს დანი სებალიოსი ატარებს, რომელიც ასევე მადრიდულ გუნდს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონი ოდეგორმა იჯარით „სოსიედადში“ გაატარა, რომელშიც შეთანხმების თანახმად ორი წლით უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ზიდანმა ფეხბურთელის ნაადრევად დაბრუნება მოითხოვა და საკმარისი სათამაშო დრო მაინც არ მისცა.





