Sky Sport-ის ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის წიგნში Grand Hotel Calciomercato-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა.
“ძალიან მინდოდა, კვარაცხელია “ნაპოლში” მენახა. ის 20 წლისაა, საქართველოშია დაბადებული და დღესდღეობით ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელია. ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, არ ექვემდებარება წნეხს და აქვს კარგი დარტყმა. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან მოეწონებოდა ნეაპოლურ პუბლიკას.
ხვიჩამ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა ჩაატაროს დიდი მატჩები. გრძელი ფეხები აქვს, ძალიან კარგად ფლობს მარჯვენა ფეხს, მაგრამ მარცხენათიც შეუძლია თამაში. ფიზიკურად ძლიერია, აქვს თამაშის ფეთქებადი მანერა, კარგად ეხერხება აჩქარება და შეუძლია ტემპის ცვლა. ასევე ძალიან ძლიერია ტექნიკურადაც, არ ეშინია დრიბილინგზე თამამად წავიდეს”, – წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი.








