გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე გადამწყვეტ შეხვედრას დღეს გაიმართავს. ქართველი მოჭიდავის მეტოქე ამერიკელი გეიბლ დენ სტივსონია, რომელმაც ტურნირს მთავარი ფავორიტი თურქი ტაჰა აგული დაამარცხა და ყველა ბრძოლა ისე მოიგო, რომ მექტოეს ქულის აღების საშუალებაც არ მისცა.
ფინალური ბლოკი ჩვენი დროით, 13:15 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.








