დღეს „გაგრა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს. გაგა კირკიტაძის გუნდი მონტენეგროს „სუტიესკას“ დაუპირისპირდება და ეს „გაგრას“ ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება.
პირველი შეხვედრა საქართველოს თასის მფლობელმა მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონთან სუბოტიცაში ჩაატარა, ღირსეული წინაააღმდეგობა გაუწია და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. ეს „გაგრას“ და მის გულშემატკივრებს აიმედებს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლებელი არაა.
“გაგრა” “სუტიესკას” განმეორებითი მატჩი 15 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.





