კონფერენცლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა:
“არ ვიცი რა ვთქვა და თამაში როგორ შევაფასო. მაკაბიმ არ გამაკვირვა, გაკვირვებული ჩემი ფეხბურთელების თამაშით დავრჩი. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. სამაგიეროდ, მივიღეთ გოლები ჩვენს კარში და ისევ და ისევ უხეში შეცდომების გამო. მეორე ტაიმში რაც მოხდა კი ყველამ ნახა. ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს.
გამოდის, რომ დღეისათვის ჩვენი გუნდი ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის. რთულია ახლა ანალიზის გაკეთება. პასუხისმგებელი ყოველთვის მწვრთნელია. ფაქტია, რომ მეორე ტაიმში გუნდი დაიშალა”, – განაცხადა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის “დინამო” ორმატჩიან დაპირისპირებაში ჰაიფა “მაკაბისთან” 2-7 დამარცხდა.








