ESPN-თან გაკეთებულ კომენტარში, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის გამთამაშებელმა დემიან ლილარდმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი, All-Star-ის დრაფტისთვის შეაქო.
მან აღნიშნა, რომ კალიორნიელთა ფორვარდი, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა კარგი გენერალური მენეჯერი.
„დიახ, მე ვფიქრობ, რომ ლებრონს ბრწყინვალე გენერალური მენეჯერის მომავალი აქვს, რადგან ის ყველაფერს სწორად აკეთებს”, – განაცხადა ლილარდმა.
შეგახსენებთ, რომ ლებრონის გუნდმა დურანტის გუნდი უშანსოდ 170:150 დაამარცხა. მატჩამდე ყველა თანხმდებოდა, რომ „მეფემ“ გაცილებით კარგი გუნდი შეკრა და მოწინააღმდეგეს არანაირი შანსი ჰქონდა.





