დავით ხოჭოლავამ შესაძლოა ახლო მომავალში უკრაინა დატოვოს და დანიაში გადაბარგდეს. 26 წლის ქართველი ფეხბურთელით “კოპენჰაგენია” დაინტერესებული.
როგორც დანიური bt.dk წერს, კოპენჰაგენის ხელმძღვანელობა ხოჭოლავას ტრანსფერით, როგორც შარშან, წელსაც ძალიან დაინტერესებულია:
“სპორტულ დირექტორ პიტერ კრისტიანენს, რომელიც ყურადღებას დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე ამახვილებს, მიზანში ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კოპენჰაგენს მაშინაც აინტერესებდა, როდესაც გუნდს სტოლე სოლბაკენი წვრთნიდა.”
ახლა ხოჭოლავა შახტარის დატოვებასთან ახლოსაა, მაგრამ არამხოლოდ კოპენჰაგენია ქართველით დაინტერესებული. არიან სხვა კლუბებიც და სავარაუდოდ, ფეხბურთელი გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
კოპენჰაგენისთვის დაცვის ცენტრი ის ადგილია, სადაც უახლოეს მომავალში ფეხბურთელია დასამატებელი”, – წერს დანიური ვებ-გვერდი
დავით ხოჭოლავა შახტარში 2017 წლიდან გამოდის.მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
კოპენჰაგენმა დანიის 2020/21 წლების ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენსლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.





