წარსულში პროფესიონალმა მოკრივემ და კიევის მერის ძმამ, ვლადიმერ კლიჩკომ თავისი ოლიმპიური ოქროს მედალი აუქციონზე გაიტანა უკრაინელი ბავშვებისთვის ფულის მოსაგროვებლად.
მედალი მილიონ დოლარად გაიყიდა და მყიდველმა ის მაშინვე ვლადიმერს დაუბრუნა, რადგან სურდა ეს ჯილდო კლიჩკოების ოჯახში დარჩენილიყო.
ვლადიმერი და მისი ძმა ვიტალი კრივში მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ, შესაბამისად მათი სახელი ნებისმიერ ქვეყანაში იციან და თავშესაფრის პოვნა და ომისგან არიდება მარტივად შეეძლოთ, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე შეიარაღებული დგანან თავისი ქვეყნის და მიწის დასაცავად.