ზაფხულში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ფრანგ ლეონ სარა სისიკეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ეთერი მეტოქესთან თავდაპირველად ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ფრანგმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა. დაპირისპირება საბოლოოდ ოქროს ქულაში გადავიდა, სადაც გამარჯვება სისიკემ მოიპოვა.
შედეგად, ლიპარტელიანი რეპეშაჟში იჭიდავებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე პოლონელი იულია კოვალჩუკი იქნება.





