მადრიდის „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში მეთერთმეტედ გახდა, აქედან ბოლო ორი ტრიუმფი დიეგო სიმეონეს ხანას უკავშირდება.
არგენტინელი სპეციალისტი მადრიდულ გრანდში უკვე 10 წელია მუშაობს და გუნდს მართლაც იდეალურად შეერწყა. ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ატლეტიკოს“ ბოსები სიმეონეს რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას აპირებენ.
როგორც რამდენიმე ესპანური გამოცემა იუწყება, დიეგო სიმეონეს კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივება შესთავაზეს და დიდი ალბათობით ეს ამბავი დადებითად მოკვარახჭინდება.
ისე კი, 51 წლის არგენტინელ მწვრთნელს გუნდთან ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.





